1. ზოგადი დებულებები
ეს წესები და პირობები არეგულირებს PayHub.ge-ს მომსახურების გამოყენებას. PayHub.ge წარმოადგენს შპს „ფეიჰაბი"-ს (ს/ნ: 437081601) პროდუქტს.
საიტზე რეგისტრაციით ან მომსახურების გამოყენებით თქვენ ეთანხმებით ამ წესებსა და პირობებს.
2. მომსახურების აღწერა
PayHub.ge გთავაზობთ WooCommerce-ის გადახდის პლაგინებს, რომლებიც საშუალებას გაძლევთ თქვენს ონლაინ მაღაზიაში ინტეგრირება გაუკეთოთ საქართველოს ბანკებს:
- საქართველოს ბანკი (BOG) - ონლაინ გადახდა
- საქართველოს ბანკი (BOG) - განვადება
- კრედო ბანკი - ონლაინ გადახდა
3. ლიცენზია
პლაგინის შეძენით თქვენ იღებთ:
- 1 წლიან ლიცენზიას
- უფასო განახლებებს ლიცენზიის მოქმედების პერიოდში
- ტექნიკურ მხარდაჭერას
- პლაგინის გამოყენების უფლებას მხოლოდ ლიცენზიაში მითითებულ დომენზე
4. დაბრუნების პოლიტიკა
ციფრული პროდუქტების სპეციფიკიდან გამომდინარე, თანხის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:
- პლაგინი ტექნიკურად გაუმართავია და ჩვენ ვერ ვახერხებთ პრობლემის აღმოფხვრას
- მოთხოვნა შემოვიდა შეძენიდან 14 დღის განმავლობაში
5. მომხმარებლის ვალდებულებები
თქვენ ვალდებული ხართ:
- არ გადასცეთ ლიცენზია მესამე პირებს
- არ გამოიყენოთ პლაგინი არალეგალური საქმიანობისთვის
- არ შეცვალოთ პლაგინის კოდი ისე, რომ აღმოფხვრას ლიცენზიის შემოწმება
- მიაწოდოთ ზუსტი ინფორმაცია რეგისტრაციისას
6. პასუხისმგებლობის შეზღუდვა
PayHub.ge არ არის პასუხისმგებელი:
- მესამე მხარის სერვისების (ბანკების) მუშაობაზე
- ზარალზე, რომელიც გამოწვეულია პლაგინის არასწორი გამოყენებით
- თქვენი საიტის უსაფრთხოებაზე
7. კონტაქტი
კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
- ელ-ფოსტა: support@payhub.ge
- ტელეფონი: (+995) 032 2 42 09 08